2016 წლის 1 მარტს მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ლელა გიორგაძე ესტუმრა კერძო სკოლა ლოგოსს, სადაც შეხვდა უფროსი კლასის მოსწავლეებს და ჩაუტარა ტურიზმის შესახებ გაცნობითი ლექცია. შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეცნობიერებინათ ტურიზმის ინდუსტრიის ფართო სპექტრი და მნიშვნელობა და რაც მთავარია, ამ მხრივ დახმარებოდა მათ მომავალი პროფესიის გაცნობასა და არჩევაში.