მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრიმზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრიმზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • ჩვენი ტრენერები
    • ჩვენი მისია
  • კურსები
  • ღონისძიებები
  • სტატიები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული (ka-GE)

ღონისძიებები

30 მარტი 2017

მდგრადი ტურიზმის წამყვანი ექსპერტი სილვია ბარბონე ტრენინგს საქართველოში გამართავს

Silvia
17-21 აპრილს საქართველოს ეწვევა UNWTO, UNEP, ევროკომისიის ETIS, ევროპარლამენტისა და სხვა გლობალური ორგანიზაციების მზოგავი (მდგრადი) ტურიზმის წამყვანი ექსპერტი სილვია ბარბონე.
ქალბატონი სილვია ბარბონე არის ავტორი მზოგავი ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიისა, რომელიც ცნობილია როგორც PM4SD – Project Management for Sustainable Tourism Development (პროექტის მენეჯმენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის) და რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მოთხოვნადი.
საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მოწვევით 2017 - მზოგავი ტურიზმის საერთაშორისო წელიწადთან დაკავშირებით სტუმარი უფასოდ ჩაატარებს ტრენინგებს თავის მიერ შექმნილი პროგრამით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

თბილისში ქალბატონი სილვია ტრენინგს ჩაატარებს მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრში STEP.GE.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  1. ახალი ტურიზმის განვითარების იდეები;
  2. მდგრადობის თეორიის პრაქტიკაში გადატანა;
  3. ძირითადი დაინტერესებული მხარეების შეკრება და დაინტერესება;
  4. ტურისტული პროდუქტის შექმნა-განვითარებისას მდგრადი მიდგომის განსაზღვრა;
  5. კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობა აღნიშნული საკითხის გარშემო;
  6. მდგრადი მართვის ხედვები და მიდგომები...

ტრენინგი გათვლილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ტურიზმის განვითარებით, მისი მზოგავი ფორმითა და შინაარსით, ვინც ჩართულია ტურიზმის წარმოებასა და პოლიტიკაში კერძო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებიდან.
ღონისძიება ტარდება 10YFP (10-year framework of programmes on sustainable consumption and production patterns (10YFP)) – მდგრადი წარმოება-მოხმარების გაეროს ათწლიანი პროგრამის ფარგლებში და შეტანილია UNWTO-ს მდგრადი საერთაშორისო წელიწადის ღონისძიებათა კალენდარში.
ტრენინგი ჩატარდება 18 აპრილს 17 სთ-ზე, პეკინის #34, III სართული.
ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი STEP.GE
თბილისი, პეკინის გამზირი #34 (სკოლა „ლოგოსის“ III სართული)
ტელ.: 599 512 518
www.step.ge ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
https://www.facebook.com/www.step.ge/

AMASD International Year of Sustainable Tourism for Development ms icon 144x144 STEP.GE
16 თებერვალი 2017

სურამი - პირველი ნაბიჯი კურორტის აღორძინებისკენ

1
2
თუ გვემეგობრებით Facebook-ზე, ჩვენი პოსტებიდან გეცოდინებოდათ, რომ STEP.GE-მ დაიწყო სურამის განახლების პროექტი.
საამისოდ გადაიდგა პირველი ნაბიჯები და მსჯელობისა და დაგეგმვის გარდა, მოვახერხეთ ერთმანეთისთვის შეგვეხვედრებინა ჩვენი ორგანიზაცია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი და მოსახლეობა.
შეხვედრამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია სურამის საზოგადოებაში, დასწრება მოსალოდნელზე მრავალრიცხოვანი იყო. განვიხილეთ არსებული პრობლემები და გავეცანით ადგილბრივთა თვალით დანახული პრობლემების მოგვარების გზებს.
ვგეგმავთ მუშაობის მთელი სისრულით გაშლას, რომ ამ, ყველასთვის საყვარელმა კურორტმა, ახალი სიცოცხლე შეიძინოს და უახლოესი წლების მანძილზე ახალი შესაძლებლობებით წარსდგეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლების წინაშე. გვისურვეთ წარმატებები
5
3

 
4
 
08 მაისი 2016

სემინარი: "ევროპის მზოგავი ტურიზმის პოლიტიკა"

გუშინ, 2016 წლის 7 მაისს ჩატარდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სემინარი, რომელიც მჯერა რომ კარგი ბიძგი იქნება ტურიზმისთვის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ჩინზია დე მარსომ გაგვიზიარა ცოდნა და გამოცდილება ევროპის მზოგავი ტურიზმის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შეფასების სისტემების შესახებ.
დიდი მადლობა მას და ასევე, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტს, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრს LEAF-ს და სკოლა-აკადემია ლოგოსს დახმარებისა და თანადგომისთვის

  • პრეზენტაციის ჩამოტვირთვა
  • ინდიკატორების სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა

Get Adobe Flash player

In order to view this page you need Flash Player 9+ support

Cinzia

01 მარტი 2016

შეხვედრა კერძო სკოლა „ლოგოსში“

2016 წლის 1 მარტს მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ლელა გიორგაძე ესტუმრა კერძო სკოლა ლოგოსს, სადაც შეხვდა უფროსი კლასის მოსწავლეებს და ჩაუტარა ტურიზმის შესახებ გაცნობითი ლექცია. შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეცნობიერებინათ ტურიზმის ინდუსტრიის ფართო სპექტრი და მნიშვნელობა და რაც მთავარია, ამ მხრივ დახმარებოდა მათ მომავალი პროფესიის გაცნობასა და არჩევაში.

Get Adobe Flash player

In order to view this page you need Flash Player 9+ support

logos-event-2016-03-01

  • 3.jpg

    http://step.ge/images/logos-2016-03-01/3.jpg

  • 1.jpg

    http://step.ge/images/logos-2016-03-01/1.jpg

  • 5.jpg

    http://step.ge/images/logos-2016-03-01/5.jpg

  • 10.jpg

    http://step.ge/images/logos-2016-03-01/10.jpg

  • 11.jpg

    http://step.ge/images/logos-2016-03-01/11.jpg

  • 8.jpg

    http://step.ge/images/logos-2016-03-01/8.jpg


© 2016 Sustainable Tourism Development Center. All Rights Reserved. Designed By Jege Sakhokia
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • ჩვენი ტრენერები
    • ჩვენი მისია
  • კურსები
  • ღონისძიებები
  • სტატიები
  • კონტაქტი